დღეს როცა ქართული ფეხბურთი პრაქტიკულად მკვდარია(მაგრამ მე მაინც მჯერა რომ ხვალ აუცილებლად გაიღვიძებს ქართული ფეხბურთი) ის მაინც უნდა გვახსოვდეს რა იყო გუშინ,როგორ დაგვიჩოქებია არაერთხელ ევროპის გრანდები…ყოველივე ამას საილუსტრაციოდ გადავწყვიტე დინამო თბილისის ბრწყინვალე გამარჯვებები შეგახსენოთ (ვინც არ იცის იმედია წაიკითხავს და ეცოდინება)…
1979 წლის 3 ოქტომბერი.თბილისი.ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი(მაშინდელი ლენინის სახელობის).ევროპის ჩემპიონთა თასი.
დინამო (თბილისი) – ლივერპული (ინგლისი) 3-0
გოლები: გუცაევი,შენგელია,ჩივაძე (პენალტით)
მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია არა მარტო საქართველოში,არამედ მთელს საბჭოთა კავშირში.80 000 მაყურებელი ესწრებოდა თამაშს-მიუხედავად იმისა რომ წვიმდა.დინამომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა ეს მატჩი და პრაქტიკულად გაანადგურა სახელგანთქმული,ევროპაში უძლიერესი კლუბი.პირველი თამაში ლივერპულს 2-1 ჰქონდა მოგებული თავის მოედანზე,მაგრამ ამანაც ვერ უშველა ინგლისელებს და ორი მატჩის ჯამში დინამომ განაგრძო ასპარეზობა.
No comments:
Post a Comment