ძელია ისეთივე პოპულარული თამაშის მოძებნა, როგორიცაა ფეხბურთი. ტყუილად არ უწოდებენ მას ”მილიონების სპორტს”. თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა.
თუ უძველეს წარსულსაც გადავხედავთ, სათავეებს, უფრო შორსაც აღმოვაჩენთ. ეგვიპტელი ფარაონების სამარხებში, რომლებიც მეორე-მესამე ათასწლეულებით თარიღდება, ბურთებია ნაპოვნი. უძველეს ჩინეთში, ამავე პერიოდში ფეხბურთის მსგავს სამ თამაშს თამაშობდნენ, ესენი იყო: ძუ-ნიუ, ჩჟუ-ჩუ და ცუ-ძუ. ძველ საბერძნეთში მას – ეპისკიროსი, რომში – გარპას-ტუპი, ხოლო იაპონიაში – კემარი ერქვა და ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა თუ ქალაქების, სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ოფიციალური ვერსიით, ფეხბურთი ინგლისში მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა. თუმცა, მაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო. ყოველი შეხვედრა ჩხუბითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდა და ეს იმიტომ ხდებოდა, რომ არ არსებობდა თამაშის მარტივი წესები. საზოგადოება მიხვდა, რომ საჭირო იყო ამ გასართობი საშუალების რაღაც ჩარჩოებში მოთავსება. თავდაპირველად, ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჩამოყალიბდა. 1863 წელს, ვინმე ფრანგმა ფეხბურთის თამაშის წესები ჩამოაყალიბა. 1871 წელს ინგლისის ტურნირი ჩატარდა, ერთი წლის შემდე კი პირველი შეხვედრა ინგლისისა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის
No comments:
Post a Comment